logo
ENG



რუმინეთში, უკრაინელებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - დაშავდა 12 ადამიანი

29 აგვ 202301:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/29/ej0m6vw18msmvd9.png

რუმინეთის ქალაქ ნევოდარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ავტობუსში უკრაინის 40 მოქალაქე იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსი საგზაო ნიშანს დაეჯახა. 6 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ 6 ადამიანს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ადგილზე პოლიცია მუშაობს.


close დახურვა