![efxo3ljert7qfyn.png](/uploads_script/news/thumb_efxo3ljert7qfyn.png)
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი - „ნაციონალ-ლიბერალური პარტიის“ ლიდერი კლაუს იოჰანისი და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ვიორიკა დენჩილე უპირისპირდებიან.
არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩევლის თითქმის 38 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა და ფავორიტად მეორე ტურშიც ის მიიჩნევა.
საარჩევნო უბნები ქვეყანაში ღამის 9 საათზე დაიხურება. საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად 20 ათასამდე სამართალდამცველია მობილიზებული.