logo
ENG



რუს ოკუპანტებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსულ სატელეფონო კოდზე გადაჰყავთ

27 მაი 202213:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/27/9y9n6swipu15u48.jpg

რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსულ სატელეფონო კოდზე, +7-ზე გადაჰყავთ. ინფორმაცია პირველად რუსულმა სამთავრობო საინფორმაციო სააგენტომ, РИА Новости გაავრცელა. 

"[ზაპოროჟიეს] რეგიონი რუსულ სატელეფონო კოდზე, +7-ზე გადადის. რეგიონში უკვე სატელეფონო კავშირის ახალი ოპერატორი შემოვიდა," - განაცხადეს ოკუპირებული რეგიონის "ადმინისტრაციაში".

რუსული სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს "ადმინისტრაციაში" აცხადებენ, რომ სიმ-ბარათები რუსული ნომრით უკვე გაყიდვაშია. ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები რუსულ სატელეფონო კოდზე ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში გადავიდნენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა