ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, დღეს პირველად დაადასტურა რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობა მძიმეა. მან შეამცირა საკვების მიღება და უარს აცხადებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების ჩატარებაზე - თქვა ზურაბ ჩხაიძემ. საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკვე რამდენიმე დღეა, ვივამედის ინფორმაციით კორონა ვირუსი აქვს. მისი წონა მკვეთრად შემცირდა და სიცოცხლისთვის საჭირო პარამეტრები კრიტიკულ ზღვარზეა. კლინიკამ რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის და სადაც საკაშვილი უკვე შვიდი თვეა წევს პირველად აღიარა, რომ პატიმარი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, კი პუტინის და პუტინთან დაახლეობული ბიზნესმენების ტყვეობაში რჩება. როგორ აღმოჩნდა რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის ხელში კლინიკა, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი სიკვდილს ებრძვის. ვივა მედის მენეჯმენტი, რომელიც მკურნალი ექიმებისგან განსხვავებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის და მისი ჯანმთელობის მდგოამრეობის შესახებ, მუდმივად ცინიკურ განცახდებებით გამოირჩევა, ალი აჯი ოღლი ტანრივერდიევთან დადებული გარიგების დეტალებზე არ საუბრობს. კლინიკის წარმოამდგენელი ნინო ნადირაძე-კუზანოვა შაბათის ფორმულასთან ამბობს, რომ კლინიკის ახალი მფლობელი მიხეილ სააკაშვილის მეგობარია და მის სანახავად ძღვენით მივიდა. შაბათის ფორმულა, კლინიკა ვივა მედის დირექტორის და ოფიციალური მფლობელის მოსაძებნად, სოფელ ლამბალოში ჩავიდა. ვივა მედის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი, ალი აჯი ოღლი ტანრი-ვერ-დიევი, წარმოშობით სწორედ სოფელ ლამბალოდანაა და დიდი ხანია ფულს რუსეთში შოულობს. ის პუტინის მოკავშირედაც სახელდება. ალი აჯი ოღლი ტანრი-ვერ-დიევმა, უდიდესი დავალიენებით დატვირთული კლინიკა ვივა მედი, მიხეილ სააკასვილის ეტაპირებამდე, დაახლოებით ერთი თვით ადრე შეიძინა. სოფელ ლამბალოდანაა, ამავე კლინიკის დირექტორი, თეიმურ მახმუდოვიც. ვის ეკუთვნის კლინიკა, სადაც პუტინის პირადი მტერი, რამდენიმე თვეა მკურნალობის ნაცვლად, ლამის სიკვდილამდე მიიყვანეს?