logo
ENG



რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი მარგანეცი დაბომბეს - არის მსხვერპლი

15 მარ 202321:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/15/kvyz7vpmnng9kpk.jpg

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი მარგანეცი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

"რაშისტებმა მარგანეცს დაარტყეს. მათ მოკლეს ორი ქალი - 62 და 57 წლის. ოთხი ქალი და ერთი კაცი დაშავდა. ქალაქში დაზიანდა შვიდი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ოთხი კერძო სახლი", - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის ცნობით, რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკის რეგიონს სისტემატურად ბომბავენ. რუსეთის დარტყმებისგან ყველაზე მეტად ნიკოპოლი, მარგანეცი და სხვა დასახლებები ზარალდებიან.

საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსი ოკუპანტების მხრიდან მარგანეცის დაბომბვის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.


close დახურვა