ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, იური მალაშკოს განცხადებით, რუსებმა ზაპოროჟიეს დაბომბეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.
"შაბათს დილით, რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს მახლობლად სარაკეტო შეტევა განახორციელეს, არიან დაშავებულები. აფეთქება დაახლოებით 10:20 საათზე მოხდა. ამ დროს უკრაინაში ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია 5 კერძო სახლი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები", - თქვა ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.