რუსებმა კრასნოჰორივკა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
"დღეს დილით რუსულმა ძალებმა ქალაქი არტილერიით დაბომბეს - 72 წლის კაცი სასიკვდილოდ დაიჭრა.
ყველას ვთხოვ - გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს, დროულად მოახდინეთ ევაკუაცია!", - აცხადებს დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.