რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.
მისი ცნობით, იერიშის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. ამასთან, ის აცხადებს, რომ იზრდება დაშავებულთა რიცხვიც. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 40-მდე ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც.
კრივი-რიჰის დაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა Telegram-ზე დაწერა, რომ ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ სამი რაკეტის აფეთქება დაფიქსირდა, მათ შორის ერთი პირდაპირ ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა.