logo
ENG



რუსებმა ოდესაზე იერიში მიიტანეს - თავდასხმას ნგრევა მოჰყვა

14 დეკ 202309:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/14/a09qyt8jbauod2z.png

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდასხმას ნგრევაც მოჰყვა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ხანძარი ერთ-ერთ არასაცხოვრებელ შენობაში გაჩნდა, რის შედეგადაც ახლომდებარე 11 შენობა დაზიანდა.

რაც შეეხება დაშავებულებს, მათი ნაწილი კლინიკაში გადაიყვანეს. რუსები ოდესის ოლქს ე.წ. დრონებით დაესხნენ.

ოლქში განგაშის სირენები 6 საათის განმავლობაში იყო ამოქმედებული.


close დახურვა