რუსებმა ხარკოვის ოლქის ველიკობურლუკის თემის თავმჯდომარე ვიქტორ ტერეშენკო გაიტაცეს.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპანტებმა ტერეშენკო საკუთარი კაბინეტიდან გაიტაცეს.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გააკეთებენ ყველაფერს რათა თემის თავმჯდომარე გაათავისუფლონ.
