logo
ENG



რუსეთთან ფრენების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული თარხნიშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

23 ივნ 202313:01
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთთან პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციაზე 19 მაისს დაკავებული ლევან თარხნიშვილი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა, გელა ხასაიას კი სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

როგორც ლევან თარხნიშვილი აცხადებს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"არ არსებობს სამართალდარღვევის ფაქტი, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მაინც გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. დამაკისრა 2 000 ლარის ჯარიმა, თითქოს ვკეტავდი ქუჩას, რომელიც ისედაც გადაკეტილი იყო პოლიციელების მიერ და ეს ჩანს კადრებში. ამით დიდი არაფერი იცვლება მე და ჩემი თანამებრძოლები გავაგრძელებთ ბრძოლას, განაჩენი რა თქმა უნდა, გასაჩივრდება"- თქვა თარხნიშვილმა.

19 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთთან პირდაპირი ფრენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის დროას წევრები შუშანა მაცაბერიძე და თათა ხუნდაძე, პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების წევრები გელა ხასაია, ექიმი გიორგი ახობაძე, პოლიტიკოსი ლევან თარხნიშვილი და აქტივისტი ნატა ფერაძე. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა.


close დახურვა