იგორ კონაშენკოვი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, აცხადებს, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მოსაღწევად, მიღებული იქნა ბალაკლეის და იზიუმის რაიონებში ჯარების გადაჯგუფების გადაწყვეტილება დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაზრდელად."
"სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მოსაღწევად, მიღებული იქნა ბალაკლეის და იზიუმის რაიონებში ჯარების გადაჯგუფების გადაწყვეტილება დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაზრდელად. ამის გამო 3 დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა სპეცოპერაცია ბალაკლეისა და იზიუმის სამხედრო დაჯგუფებების დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასაყვანად."- განაცხადა კონაშენკოვმა.
ის ასევე ამბობს, რომ რუსულმა ჯარმა ჩაატარა ყურადღების გადასატანი და დემონსტრაციული ღონისძიებები და განახორციელა სარაკეტო თავდასხმა უკრაინის ძალებზე.
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს ქალაქი იზიუმი და ხარკივის ოლქის რამდენიმე სხვა დასახლება. ამის შესახებ განაცხადა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ინფორმაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დანიილ ბესონოვმა Telegram-ში.
იზიუმიდან ოკუპანტების წასვლას ადასტურებენ რუსი პროპაგანდისტები ალექსანდრე კოცი და ევგენი პოდუბნი, რომლებიც საკუთარ თავს "მეომარმეთაურებს" უწოდებენ. ამ უკანასკნელის თქმით, ეს არის ბრძანების სწორი გადაწყვეტილება 'შექმნილ ვითარებაში".
9 სექტემბერ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის მთავარი ქალაქი ბალაკლეა დაიბრუნეს.