logo
ENG



რუსეთი: კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა

03 მაი 202315:47
3 წუთის საკითხავი
 
© РИА Новости / Алексей Майшев

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

"კრემლისკენ ორი დრონი იყო მიმართული. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების დროული მოქმედებების შედეგად, მოწყობილობები განეიტრალდა."- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის სახელმწიფო უწყებების ცნობით, კრემლი აცხადებს, რომ მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს და "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".

"ტერაქტის შედეგად პრეზიდენტი არ დაშავებულა. მისი სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება."- აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, პუტინი "თავდასხმის დროს" კრემლში არ იმყოფებოდა.

კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოგდებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცნობები კრემლის მახლობლად აფეთქებების შესახებ ღამით გავრცელდა. 

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 9 მაისს წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმი, როგორც დაგეგმილი იყო, გაიმართება და მასში პუტინი მიიღებს მონაწილეობას.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კრემლზე დრონებით სავარაუდო თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.


close დახურვა