logo
ENG



რუსეთი: ოდესაში ის ობიექტები გავანადგურეთ, სადაც ჩვენს წინააღმდეგ ტერაქტები მზადდებოდა

23 ივლ 202315:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/23/leokc8wrplx9hk4.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოდესის ტაძარსა და დასახლებულ უბნებზე სარაკეტო იერიშს უარყოფს. მათი თქმით, დარტყმა მხოლოდ იმ ობიექტებზე მიიტანეს, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა.

"ოდესის ოლქში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები უპილოტო კატერების გამოყენებით მზადდებოდა. ამასთან, ობიექტებზე უცხოელი დაქირავებული მებრძოლებიც იმყოფებოდნენ", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

ღამით რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.

მომხდარ სარაკეტო თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, ოდესის გამო რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ, რუსული ბოროტება კი დამარცხდება.


close დახურვა