logo
ENG



რუსეთი: ფრენების აკრძალვის მოსახსნელად, მათ შორის, რუსოფობიური კამპანია უნდა დასრულდეს

21 იან 202217:45
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთი: ფრენების აკრძალვის მოსახსნელად, მათ შორის, რუსოფობიური კამპანია უნდა დასრულდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებს კვლავ აყენებს და აცხადებს, რომ ამას ქვეყანაში სტაბილიზაცია და "რუსოფობიური კამპანიის" დასრულება სჭირდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს კითხვა-პასუხს პრესკონფერენციიდან. 

"რუსული გადამზიდავებისთვის საქართველოში ფრენებზე დაწესებული აკრძალვები დროებითია. ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ მათი მოხსნის პირობები და ქართულმა მხარემ კარგად იცის ამის შესახებ. მათ შორის, ეს მოიცავს სტაბილურობას საქართველოში, რუსოფობიური კამპანიის დასრულებასა და ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხეების აღმოფხვრას.
ჩვენ, ასევე გვსურს გათვალისწინებული იყოს სანიტარული და ეპიდემიოლოგიური გარემოებები", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში. 

უწყება ამავე კითხვის პასუხად, ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრეა და იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულის გაკვეთილებიდან დასკვნებს სწორად გამოიტანს.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეაჩერა.  


close დახურვა