logo
ENG



რუსეთი 92 ამერიკელს, მათ შორის ჟურნალისტებს, მოსკოვში შესვლას უკრძალავს

29 აგვ 202410:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/29/yxt2qt8yrd9uwdq.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების 92 მოქალაქეს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება

კრემლი ირწმუნება, რომ ეს ჯო ბაიდენის "რუსოფობიული კურსისა" და რუსეთის მოქალაქეების დასანქცირების შედეგად გადაწყდა.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ამერიკელი ჟურნალისტები, რომლებიც "ფეიკ" ინფორმაციებს რუსეთის შესახებ ავრცელებენ, დასანქცირდნენ. ეს შეეხება ჩინოვნიკებს და სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელებს,.

დასანქცირდნენ ვაშინგტონ პოსტისა და ნიუ-იორკ თაიმზის ჟურნალისტები, ასევე აშშ-ის კოსმოსური სისტემების სარდალს ფილიპ გარანტი, უოლ სტრიტ ჯორნალის რამდენიმე ჟურნალისტი და საოლქო პროკურორები.


close დახურვა