logo
ENG



რუსეთი ადასტურებს ჩაპლინოს სადგურზე შეტევას, თუმცა ამტკიცებს, რომ სამხედროები მოკლეს

25 აგვ 202214:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/25/5u9ahox88jrjlw9.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე იერიში მიიტანა, თუმცა ამტკიცებს, რომ დარტყმის შედეგად უკრაინელი სამხედროები მოკლეს.

რუსეთი ამტკიცებს, რომ დაიღუპა 200-ზე მეტი სამხედრო და განადგურდა 10 ერთეული ტექნიკა, ხოლო დარტყმა ისკანდერის რაკეტით განხორციელდა.

უკრაინის ხელისუფლებამ ჩაპლინოს სადგურიდან განადგურებული მატარებლის ფოტოები გამოაქვეყნეს. მათი ინფორმაციით, დაიღუპა 25 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი - 11 და 6 წლის. სამხედროებს შორის დანაკარგის შესახებ კიევს არ განუცხადებია.

უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ადგილზე რაკეტა სმერჩისა და S-300-ის ნამსხვრევები იპოვეს, ხოლო კერძო სახლებზე დარტყმა ისკანდერებით მოხდა.


close დახურვა