logo
ENG



რუსეთი ამტკიცებს, რომ აზოვსტალიდან ყველა მებრძოლი გაიყვანა და მას აკონტროლებს

21 მაი 202200:03
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი მებრძოლი, 2400-ზე მეტი პირი გაიყვანეს. როგორც სახელისუფლებო გამოცემები წერენ, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტსაც მოახსენა.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მებრძოლებმა "იარაღი დაყარეს", ხოლო მარიუპოლი და აზოვსტალი "თავისუფალია". ამასთან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ქარხნის ტერიტორიიდან აზოვის პოლკის მეთაურიც ევაკუირებულია.

რუსეთის განცხადებაზე უკრაინას ოფიციალური პასუხი არ გაუვრცელებია. 

16 მაისს უკრაინამ დაადასტურა, რომ აზოვსტალის ტერიტორიიდან მძიმედ დაჭრილი მებრძოლები გაიყვანეს, რომელთაც მკურნალობის შემდეგ რუს სამხედრო ტყვეებზე გაცვლიან. მას შემდეგ რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზოსვტალიდან მებრძოლები გაჰყავთ. 

ინაუგურაციის სამი წლისთავისთვის მიძღვნილ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზოვსტალში მყოფების ევაკუაცია თითქმის დასრულებულია. 


close დახურვა