logo
ENG



რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა მარცვლეულის შეთანხმება 60 დღით განაახლოს

13 მარ 202322:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/13/49pwiwkg4icysk1.png
REUTERS/Viacheslav Musiienko

მოსკოვი აცხადებს, რომ მზადაა მარცვლეულის შეთანხმება 60 დღით განაახლოს. ეს 13 მარტს ჟენევაში გაეროს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა განაცხადა.

2022 წლის ივლისში, ერთ თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მარცვლეულის შეთანხმებას, რომელიც გაეროსა და თურქეთის შუამავლობით იქნა მიღებული.

რუსეთმა პირობა დადო, რომ განბლოკავს პორტებს შავ ზღვაზე, რათა უზრუნველყოს მარცვლეულისა და ზეთის თესლის უსაფრთხო გადაადგილება. 2022 წლის 17 ნოემბერს შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა.


close დახურვა