logo
ENG



რუსეთი განაგრძობს დესტრუქციულ ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ-ლაშა დარსალია

23 ივნ 202011:31
3 წუთის საკითხავი
 

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს კენჭი ჟენევაში გამართულ  რიგით 43-ე სესიის ფარგლებში  უყარეს.  რეზოლუციაში  ადამიანის უფლებათა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ  რეგიონებში ადამიანის ძირითადი უფლებების დარღევევების, მათ შორის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, ჯანდაცვის უფლებისა და ეთნიკური ქართველების სიცოცხლის უფლების დარღვევევის  ფაქტებზე დაუსჯელობის გამო.  დოკუმენტში წერია, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება. საბჭოს წევრებმა რეზოლუცია 20 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 24-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.

„რუსეთს ფედერაცია, რომელიც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, მიუხედავად არაერთი მიწოდებისა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაეორსა და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმების წარმომადგენლებს არ უშვებს. მიუხედავად COVID-19-ის  პანდემიისა, რუსეთი განაგრძობს დესტრუქციულ ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვის უკანონო პროცესის ინტენსიფიკაციით. რუსეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „გადასასვლელების" ჩაკეტვამ და სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ, გამოიწვია ადგილზე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება, მათ შორის უდანაშაულო ადამიანების გარდაცვალების ფაქტები“,- აცხადებს ლაშა დარსალია.

ჟენევაში გამართულ სესიაზე გაეროში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესება გრძელდება. ჟბიგნევ ჩეხის განცხადებით, პოლონეთ რეზოლუციის მიღებას მიესალმება.

„საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესება გრძელდება. ჩვენ ვგმობთ ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის მიმდინარე პროცესს,  რაც სერიოზულად აზარალებს ადგილობრივ მოსახლეობას. პოლონეთი მიესალმება რეზოლუციის მიღებას ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს საკითხი ადამიანის უფლებათა საბჭოს დღის წესრიგში ერთ-ერთ პირველი უნდა იყოს“,-აცხადებს ჟბიგნევ ჩეხი.

ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება გაეროში  ბულგარეთის მუდმივი  წარმომადგენელიც. როგორც დეიანა კოსტადინოვა აცხადებს, ბოლო პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეტ ოსეთის რეგიონებში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ინტენსივობის გაზრდამ კიდევ უფრო გააუარესა მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.

„ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბოლო ანგარიშში, გაჟღერებული იყო შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს  დამკვირვებლებს წვდომარზე უარი არაერთხელ ეთქვა. ბოლო კვირების განმავლობაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, ე.წ. ბორდერიაზაციის პროცესის ინტენსივობის გაზრდამ, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების კიდევ უფრო მეტად გაუარასება გამოიწვია. ეს უკანონო პროცესი ამტკიცებს იმას რომ ადგილზე არსებული ვითარება მუდმივ მონიტორინგისა საჭიროებს“,-აცხადებს კოსტადინოვა.


close დახურვა