რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა მოსკოვში დანიის საელჩოს 7 თანამშრომელი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის 2 კვირა მისცა.
„ელჩმა მიიღო ინფორმაცია, რომ როგორც საპასუხო ქმედება, რუსეთის ფედერაციაში დანიის სამეფოს საელჩოს 7 თანამშრომელი "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადდა. მათ ქვეყანა 2 კვირაში უნდა დატოვონ. ვიზაზე უარი ეთქვა დანიის დიპლომატიური მისიის დიპლომატსაც“ - წერია განცხადებაში.
სამინისტროს თქმით, რუსეთის მხრიდან ეს გადაწყვეტილება არის პასუხი დანიის ქმედებებზე. კოპენჰაგენმა დანიაში რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელი და რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობა "პერსონა ნონ გრატად" გამოცახადა, გარდა ამისა დანია სამხედრო დახმარებას უგზავნის უკრაინას.
რუსეთის განცხადებით, დანიის "ღიად ანტი-რუსული პოლიტიკას" ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის სერიოზული ზიანი მოაქვს.