logo
ENG



რუსეთი თესავს ქაოსს - ექსპერტები კიბერშეტევაზე საუბრობენ

21 თებ 202013:58
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის ძალოვანი უწყებების მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას აფასებენ ექსპერტები და ქართველი პოლიტიკოსები. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს კიბერდანაშაულის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და წარსული გამოცდილებით, სახელმწიფომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

"საქართველოს სტატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ რუსეთი თავის აგრესიულ მეთოდებს წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო აქტიურს გახდის, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან შესაბამსიი რეაგირება აუცილებელია.

"რუსეთის მიზანია საქართველო არ იყოს შემდგარი, დემოკრატიული ქვეყანა და მას არ ჰქონდეს ევროპული მისწრაფებები, ამიტომ თესავს ქაოსს და ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოც შესაძლოა რუსეთმა სათავისოდ გამოიყენოს. ის კონკრეტული ერთი ძალის გასაძლიერებლად კი არ იმოქმედებს, არამედ ზოგადად ქაოსის დათესვას შეუწყობს ხელს, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი აქტი. ეს იქნება ანტიდასავლური განწყობებისა და ხელისუფლებისადმი ნიჰილიზმის გაღვივება, რათა საბოლოო ჯამში საქართველოში მუდმივად იყოს ქაოსი და რუსეთმა საკუთარი ინტერესები გაატაროს",-აცხადებს თეონა აქუბარდია. 

რუსეთის მიერ აგრესიულ ქმედებებს ოპოზიცია მომავალშიც ელოდება და ეს ფაქტი არ უკვირს. არსებულ ვითარებაში ხელისუფლების ოპონენტები მთავარ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს. 

"დღესავით ნათელია, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კვლავ ზეგავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. თავის მეთოდებს მას შემდეგ, რაც საქართველოში "წარმატებას" მიაღწევს, უკვე სხვა სახლემწიფოებშიც იყენებს. ამაზე დისკუსიოები დასავალეთშიც მიმდინარეობს. რუსეთი რომ ამას გააგრძელებს, ეს ცხადია, მაგრამ საინტერესოა საქართველოს ხელისუფლება რას უპახებს. რა თქმა უნდა, არაფერს, რადგან რუსეთის ინტერესების მიხედით მოქმედებს",-განმარტავს გიორგი ბარამიძე.

 


close დახურვა