logo
ENG



რუსეთი ირწმუნება, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა

09 აგვ 202218:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/09/muds6uql4rt2sjz.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საკის აეროდრომის ტერიტორიაზე, შეფუთულ შესანახ ობიექტზე, რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა.

"ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, აეროდრომზე საბრძოლო მასალის შეფუთულ სათავსოზე ცეცხლის ზემოქმედება არ მომხდარა."- წერია რუსეთის თავდაცვის განცხადებაში.

რუსეთი ასევე აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, აეროდრომზე საავიაციო ტექნიკა არ დაზიანებულა.

Telegram გვერდებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების შედეგად 3დან 5 ადამიანამდე დაზიანდა. 

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა, გამოწვეული ხანძრის შედეგად იწვის საბრძოლო მასალის საწყობები. ამის შესახებ ინფორმაციას Crimea Today აქვეყნებს. 

"პირველი აფეთქება დაახლოებით 15:20 წუთზე გაისმა, სულ ათია.  დაზიანდა მეზობელი სახლები."

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანების დიდი რაოდენობა ევპატორიიდან ნოვოფედოროვკასკენ მიემართებოდა. აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები გაგზავნეს.

ტურისტებმა, ისევე როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, მასობრივად ​ნოვოფედოროვკის დატოვება დაიწყეს.


close დახურვა