logo
ENG



რუსეთი მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება

21 აგვ 202310:59
3 წუთის საკითხავი
 
Roman Starovoit Telegram/Handout via REUTERS

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოსკოვის ოლქში ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს - მათი განცხადებით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ელექტრომოწყობილობებით ჩაახშეს და ის პოკროვსკოეს დასახლებაში ჩამოვარდა.

უწყების ცნობით, "კიევის თავდასხმის მცდელობა" მოსკოვის დროით 06:50 საათზე განხორციელდა - სამინისტრო ამბობს, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

პარალელურად, რუსული მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტმა "უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველსაყოფად" ფრენები შეზღუდა, ამასთან Reuters-ის ცნობით, შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტშიც.

რუსეთმა უკრაინა დრონების თავდასხმაში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა - 18 აგვისტოს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 18 აგვისტოს გამთენიისას მოსკოვის ცენტრში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ეს ბოლო ერთ თვეში მოსკოვზე დრონებით შეტევის მესამე შემთხვევა იყო.


close დახურვა