რუსეთმა 10 ნორვეგიელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოხატა ნორვეგიიდან 15 რუსი დიპლომატის გაძევების გამო. სამინისტროში ამას "მტრული ნაბიჯი" უწოდეს და გააფრთხილა, რომ დიპლომატების გაძევებას სხვა ზომებიც მოყვება.
მანამდე ნორვეგიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ოსლოში რუსეთის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი. ნორვეგიამ მათ დაზვერვაში ჩართულები უწოდა და დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობაში დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მიესალმებიან რუს დიპლომატებს, მაგრამ არა დაზვერვის ოფიცრებს, რომლებიც საფარქვეშ მუშაობენ.