რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრის გახსნას გეგმავს. ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას უახლოეს დღეებში მოაწერენ ხელს.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის გახსნას 15 სექტემბრიდან ელოდებიან. საოკუპაციო რეჟიმმა უკვე მოუწოდა ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტების გაზრდილი რაოდენობის მისაღებად მოემზადოს და მედიკამენტების მარაგი გაზარდოს.
ოკუპირებულ აფხაზეთში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 572-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.