logo
ENG



რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს - უკრაინის საგარეო რუსეთთან უვიზო რეჟიმზე

11 მაი 202320:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/11/7098ygo7thdr0ni.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებაზე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება კრემლის მხრიდან ოცნებისთვის რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის კომპენსაციაა და "რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს".

ამის შესახებ ნიკოლენკომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

უკრაინის საგარეოს სპიკერის თქმით, ახლა რუსეთი აპირებს, "დაბომბოს ქართველების ევროპული არჩევანი" და ქართველ ხალხს, ვისი მიზანიც ევროინტეგრაციაა მხარდაჭერას უცხადებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადება:

"რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს და ეშმაკთან გარიგებაში, როგორც იცით, ეშმაკი იმარჯვებს.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, გააუქმოს რუსული ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და აღადგინოს საჰაერო მომსახურება, მივიჩნევთ პოლიტიკურ კომპენსაციად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რომელიც უკრაინაზე თავდასხმის გამო დაუწესდა, უარისთვის, ისევე როგორც ევროინტეგრაციის გადავადებას.

თბილისის მიერ მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების კურსი მიმდინარეობს,  რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაციის, მცოცავი "ბორდერიზაციის", საქართველოს მოქალაქეების გატაცების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევების და საქართველოს რუსეთის მოქალაქეებით გავსების ფონზე. კრემლი იღებს დათმობებს იმ მწუხარებაზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე, რაც მან ქართველ ხალხს მოუტანა.

2008 წელს, რუსული თვითმფრინავები უკვე იყვნენ საქართველოში, რათა მოქალაქეები დაებომბათ. ახლა ისინი აპირებენ, დაბომბონ ქართველების ევროპული არჩევანი.

რუსეთი არაა დაინტერესებული ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოსთვის ხელშეწყობით, მისი აყვავებითა და განვითარებით. მოსკოვის მიზანია, შექმნას პირობები, რომელშიც პროგრესი შეუძლებელი იქნება. ბელარუსის გამოცდილებით დამტკიცდა, რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რუსეთმა შთანთქა.

მოსალოდნელია, რომ აგრესორის პოლიტიკას არ ექნება მხარდაჭერა ქართველ პოლიტიკოსებს და მოსახლეობას შორის, ვინც არაერთხელ საჯაროდ გამოხატა საკუთარი პოზიცია, მათ შორის პროტესტებით.

ამ კონტექსტში, ჩვენ ქართველებისადმი გამოვხატავთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას, მათ ლეგიტიმურ სურვილში, რომ ააშენონ წარმატებული ევროპული სახელმწიფო საკუთარ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, მისი რუსეთისადმი პოლიტიკა სინქრონიზდეს ევროკავშირის პოლიტიკასთან და თავი შეიკავონ იმ ქმედებებისგან, რომლებიც საქართველოს ევროპისაკენ მოძრაობას გამორიცხავს" - აცხადებს ნიკოლენკო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა