logo
ENG



რუსეთი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს

21 თებ 202315:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/21/4ugsws60fs5sbes.png
(Dmitry Astakhov/Sputnik/Reuters)

პუტინის განცხადებით, რუსეთი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში [START] მონაწილეობას აჩერებს.

ხელშეკრულება აშშ-სა და რუსეთს შორის დაიდო და სტრატეგიული ბირთვული არსენალის შემცირებას ეხება.

"თუ ამერიკა ატარებს ცდებს [ბირთვული იარაღის], მაშინ ჩვენც ჩავატარებთ."- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ და NATO ღიად აცხადებენ, რომ "მათი მიზანია რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება და დასავლეთი "პირდაპირ არის ჩართული" რუსული ავიაციის წინააღმდეგ დარტყმებში."

"ამავე დროს, NATO მოითხოვს, რომ რუსეთი დაუბრუნდეს START-ის ხელშეკრულებას და დასავლელ ექსპერტებს მისცეს საშუალება მოინახულონ რუსული ბირთვული ობიექტები. NATO-ს აქვს ერთზე მეტი ბირთვული ძალა და მათი ბირთვული ძალებიც ჩვენს წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ისინი. NATO-ს ქვეყნებმა წამოაყენეს ულტიმატუმები: რუსეთმა უნდა შეასრულოს,NATO-ს ქვეყნები მოიქცევიან ისე, როგორც მათ სურთ."- ამბობს პუტინი.


close დახურვა