logo
ENG



რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან დასაცავად NATO-ს მინისტრებმა ახალი გეგმა შეიმუშავეს

22 ოქტ 202111:42
3 წუთის საკითხავი
clock 1301

NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში რუსეთის მხრიდან რამდენიმე ფრონტზე ნებისმიერი პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვის გენერალური გეგმა შეიმუშავეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძირითადი მიზანია მოსკოვის შეკავება, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მიმართ ყურადღება სულ უფრო მეტად იზრდება.

NATO-ს სტრატეგია, რომელიც კონფიდენციალურ ხასიათს ატარებს, მიმართულია ბალტიის რეგიონსა და შავ ზღვაში ნებისმიერი სინქრონული თავდასხმისთვის მომზადებაზე, რომელმაც შეიძლება შეიცავდეს ბირთვული იარაღი, კომპიუტერული ქსელების დაჰაკვა და შეტაკებები კოსმოსში.

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი კავშირის განმტკიცებას საუკეთესო და მოდერნიზებული გეგმების გამოყენებით", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ახალი ციფრული ტექნოლოგიებისთვის ერთი მილიარდი დოლარი გამოიყოს.

NATO-ს ნატოს ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა გარდაუვალად არ მიაჩნიათ. ოფიციალური მოსკოვი უარყოფს ნებისმიერ აგრესიულ განზრახვას დასავლეთის მიმართა და ამტკიცებს, რომ თვითონ NATO თავისი მომზადებებით ევროპის დესტაბილიზაციის რისკს ქმნის.

ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სადისკუსიო კლუბის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთისთვის რეალურ საფრთხეს უკრაინაში NATO-ს ყოფნა წარმოადგენს.

"NATO-ში უკრაინის ფორმალური წევრობა შეიძლება არ შედგეს, თუმცა ტერიტორიის სამხედრო ათვისება უკვე მიმდინარეობს", - განაცხადა პუტინმა. მანვე დაამატა, რომ აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიევში იმყოფებოდა, ფაქტობრივად, უკრაინას NATO-ს კარს უღებს.

"ეს ხომ რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები არაა... და, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვაწუხებს", - განაცხადა პუტინმა.

კიევში ყოფნის დროს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება დაბლოკოს უკრაინის მისწრაფებები გახდეს NATO-ს წევრი.

18 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ში საკუთარი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს.


close დახურვა