logo
ENG



რუსეთიდან შაქრის ექსპორტი 31 აგვისტომდე აიკრძალა

15 მარ 202210:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/ftiw95bc0es8zwr.jpg

რუსეთიდან შაქრისა და ზოგიერთი მარცვლეულის ექსპორტი დროებით შეიზღუდა.

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, თეთრი და ყავისფერი შაქრის ექსპორტი აიკრძალება მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე. ამასთან, 30 ივნისამდე ვერ შეძლებენ ხორბლის, ჭვავის, მესლინის, ქერისა და სიმინდის ქვეყნიდან გატანას. ვიცე-პრემიერის, ვიქტორია აბრამჩენკოს თქმით, მარცვლეულის ექსპორტი დაიშვება "ინდივიდუალური ლიცენზიების კვოტის ფარგლებში".

"ჩვენი პარტნიორებისთვის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შაქარი ხელმისაწვდომი იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცალკეული გადაწყვეტილებებით. გამონაკლისების ჩამონათვალში ასევე შედის ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები", - ამბობს აბრამჩენკო. როგორც ის განმარტავს, ეს დროებითი ზომაა, რომელიც ფასების "დაჭერის" საშუალებას მისცემთ.

რუსეთში ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში შაქრის დეფიციტი არაა, ხოლო მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა შუამავლების გამო, რომლებმაც "ის საწყობში გადაიტანეს და ელოდებიან, როდის გაძვირდება შაქარი 50%-ით".

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთსა და უკრაინაზე საქართველოში იმპორტირებული შაქრის 1%-ზე ნაკლები მოდისიანვარში უკრაინა საქართველოს შაქრის იმპორტში მეექვსე, ხოლო რუსეთი მეათე ადგილზე იყო.


close დახურვა