უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 226 ბავშვი დაიღუპა, 420 კი დაშავდა.
ყველაზე მეტი - 139 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი 116.
"ხარკოვში - 99, ჩერნიგოვში - 68, ხერსონში - 48, ნიკოლაევში - 44, ლუგანსკში - 45, ზაპოროჟიეში - 28, სუმში - 17, ჟიტომირში - 15 და კიევში - 16", - აღნიშნულია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.
რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1 721 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 139 კი მთლიანად განადგურდა.