სიშიშვლე, არანორმატიული ლექსიკა და ომის მძიმე კადრები - სიუჟეტი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ სამივე კომპონენტს მოიცავს. ამბავი კი იმაზეა თუ რა ხდება უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ. 150 ათასზე მეტი მოკლული ჯარისკაცის, პერიოდულად დიდ სამრეწველო ქარხნებში საეჭვო ხანძრების და საზღვრისპირა ქალაქებში მოულოდნელი აფეთქებების შემდეგ უკვე ვიხილეთ დრონებით თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე 400 და მეტი კილომეტრის სიღრმეში. მათ შორის რამდენიმე საათით დაიკეტა პეტერბურგის ცა, ხოლო აფეთქებების ხმამ მოსკოვსაც მიაღწია. ამ დრომდე კიევს არ დაუდასტურებია, რომ რუსეთში განადგურებული ლეგიტიმური სამიზნეების უკან უკრაინა იდგა, არც კრემლს გაუკეთებია რაიმე სახის შეფასება. მოკლედ, ნელ-ნელა მოსკოველების მშვიდი ცხოვრებაც ინგრევა. პარალელურად, დაანონსებული დიდი რუსული ზამთრის შეტევა ისე მთავრდება რომ ფაქტობრივად არ შეცვლილა სიტუაცია ფრონტზე. პრიგოჟინის რჩეულმა ვაგნერელებმა 4-თვიანი გააფთრებული თავდასხმის შედეგად ბახმუტი ჯერ კიდევ ვერ აიღეს. ბოლო ამბები უკრაინიდან რუსეთის არ შემდგარი შეტევის ისტორია დროების სიუჟეტში.
რუსეთის არშემდგარი შეტევა - დროება
05 მარ 202320:21
3 წუთის საკითხავი