logo
ENG



რუსეთის დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის დოკუმენტი დაამტკიცა

22 ნოე 202217:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/akxq70yibo8kmzd.jpg

რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს.

რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, შეთანხმებას მხარეებმა 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფინანსური დახმარების საკითხებს არეგულირებს.

შეთანხმების განხორციელება მიზნად ისახავს ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების დადებისას მხარეთა მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, განმარტავენ, რომ საუბარი არ არის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სფეროებში ვალდებულებებზე.

ხელშეკრულება ასევე განსაზღვრავს მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს "აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ურთიერთქმედებისა და დახმარების საკითხებზე".

გარდა ამისა, ხელშეკრულება განსაზღვრავს რუსეთის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქტივობების თანადაფინანსების პროცედურასა და პირობებს, ასევე საკონტროლო ზომებს და პასუხისმგებლობას დაფინანსების პირობების შეუსრულებლობისა და სახელმწიფო პროგრამული აქტივობების განხორციელების ძირითადი მიზნობრივი ინდიკატორების შეუსრულებლობისთვის.


close დახურვა