რუსეთის მმართველი პარტიის ორმა დეპუტატმა რუსეთის დუმაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც კაცებისთვის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის ასაკის ზედა ზღვარს აუქმებს. ამჟამად ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩართვის მაქსიმალური ასაკი რუსეთის მოქალაქეებისთვის 40 წელია.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ „მაღალ-კვალიფიციური სპეციალისტები არიან საჭირო, რათა მართონ მაღალი სიზუსტის იარაღები, აღჭურვილობა და ჯავშანტექნიკა და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ [ადამიანები] ასეთი სპეციალისტები 40-45 წლის ასაკში ხდებიან“.
თუმცა სავარაუდოა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ეს ზომა იმისთვის მიიღო, რომ უკრაინაში რუსი სამხედროების მკვლელობის ფონზე მოქალაქეები ჯარში ჩარიცხონ.
რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ომში დაღუპული სამხედროების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა 25 მარტის შემდეგ არ გამოუქვეყნებია.
რუსეთში 1-წლიანი სამხედრო სამსახური კაცებისთვის სავალდებულოა. ჩარიცხვის ასაკი 18-დან 27 წლამდეა. თუმცა, ბევრ მათგანს პროფესიის, განათლების სტატუსის ან ჯანმრთელობის გამო სამხედრო სამსახური არ ეხება.
ახალი კანონპროექტი კი იმ "პროფესიონალ" სამხედროებს ეხება, ვისაც ხელშეკრულება აქვს დადებული.