logo
ENG



რუსეთის დუმის წევრებმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას მხარი დაუჭირეს

03 ოქტ 202216:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/03/xwphw3l018igsxq.jpg

მედიის ცნობით, რუსეთის დუმის წევრებმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას მხარი დაუჭირეს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კანონპროექტისა და საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმა არც ერთ დეპუტატს არ მიუცია.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.

დღეს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით დადგენილი არ არის, სად გადის ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს "საზღვრები". ამასთან, ის ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვი მოსახლეობასთან კონსულტაციებს აგრძელებს.


close დახურვა