logo
ENG



რუსეთის თავდაცვა: აზერბაიჯანმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია

16 აპრ 202202:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/16/h7m7ubk46na58rf.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღში  დადგენილი კონტაქტის ხაზი და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იარიმჯას დასახლების სიახლოვეს დაარღვია.

სამინისტრო აცხადებს, რომ ინფორმაციას რეგიონში მყოფ რუს „მშვიდობისმყოფელებზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„დაფიქსირდა კონტაქტის დადგენილი ხაზის დარღვევა აზერბაიჯანის მხრიდან იარიმჯას დასახლებაში (მარდაკერტის რეგიონში)“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთი აცხადებს, რომ ადგილზე ინციდენტის გადაჭრაზე მუშაობენ. 

 

close დახურვა