logo
ENG



რუსეთის თავდაცვა: თუ უკრაინის მხრიდან დივერსიის მცდელობები გაგრძელდება, კიევს შევუტევთ

14 აპრ 202211:02
3 წუთის საკითხავი
 
TASS

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინისგან რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის მცდელობებს ხედავს.

მოსკოვი კიევს აფრთხილებს და აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევების გაგრძელების შემთხვევაში უკრაინაში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევსაც შეუტევს.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი კიევზე თავდასხმისგან თავს ამ დრომდე იკავებდა.

„უკრაინელი სამხედროების მხრიდან ვხედავთ დივერსიისა და თავდასხმის მცდელობებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

თუ მსგავსი შემთხვევები გაგრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეუტევენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევს, რისგანაც რუსული არმია ამ დრომდე თავს იკავებდა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.

 

close დახურვა