logo
ENG



რუსეთის თავდაცვა: უკრაინელებმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა სცადეს

02 სექ 202310:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/02/qoep1zvwb12vht2.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა სცადეს.  

"1 სექტემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 23:15 საათზე, კიევის რეჟიმმა წყალქვეშა უპილოტო ნავით ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა სცადა. შავ ზღვაში უპილოტო აპარატი დროულად აღმოვაჩინეთ და გავანადგურეთ.

ყირიმის ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ხიდზე მყოფებს ვთხოვთ, სიმშვიდე შეინარჩუნონ და სატრანსპორტო უსაფრთხოების თანამშრომლების მითითებები დაიცვან", - წერია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გაკეთებულ განცხადებას უკრაინული მხარე ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.


close დახურვა