logo
ENG



რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გუშინ ქალაქ ლვოვს საჰერო რაკეტებით შეუტიეს

27 მარ 202212:12
3 წუთის საკითხავი
 
Press service of the State Emergency Service of Ukraine

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვივის სამხედრო პუნქტებს მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტებით შეუტია.

სამინისტროს განცხადებით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით ლვოვის სიახლოვეს ნავთობის საცავსა და ანტი-საავიაციო სისტემების, რადარებისა და ტანკების შესაკეთებელი საწარმოს შეუტიეს, რომელსაც უკრაინული ძალები იყენებდნენ.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში აგრძელებენ თავდასხმით ქმედებებს“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსეთმა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, S-300 რაკეტები და ანტი-საჰაერო სარაკეტო სისტემები გამოიყენა კიევში.

აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ნავთობისა და საკვების მარაგის საწყობების განადგურება დაიწყო.

 

close დახურვა