logo
ENG



რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ღამით უკრაინელებმა ყირიმში 13 დრონი ჩამოაგდეს

04 აგვ 202319:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/1gvyjmv6gh0uo3a.png

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა ყირიმში 13 დრონი ჩამოაგდეს. უწყების თქმით, რუსებმა ყველა მათგანის ჩამოგდება შეძლეს.

"ღამით უკრაინულ რეჟიმს მცდელობა ჰქონდა, ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. ყველა მათგანი ჩამოვაგდეთ", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

30 ივლისს, რუსულმა სამთავრობო მედია TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, ბიზნეს ცენტრის შენობას დრონებით თავს დაესხნენ. მედიის ინფორმაციით, აფეთქება ბიზნეს ცენტრ მოსკოვი-სიტიში მდებარე ერთ-ერთ შენობაში მოხდა. როგორც მოსკოვის მერი, სერგეი სობინიანი აცხადებს, მოსკოვი-სიტიში ორი შენობა დაზიანდა. მისი თქმით, 1 ადამიანი დაშავდა.

რუსეთმა მომხდარ თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა განაცხადეს, რომ უკრაინელებმა მოსკოვში ორი დრონი ჩამოაგდეს. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან მოსკოვზე თავდასხმა 3 დრონით განხორციელდა.


close დახურვა