logo
ENG



რუსეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

06 მაი 202018:25
3 წუთის საკითხავი
 
x74gfdq1hvjretz.jpg

რუსეთის მინისტრთა კაბინეტის წევრს, ოლგა ლიუბიმოვას COVID 19 დაუდასტურდა. ინფორმაციას მისი პრესმდივანი ანა უსაჩევა ადასტურებს. მისი განცხადებით, კულტურის მინისტრი სამუშაო შეხვედრებს სახლიდან მართავს.

„COVID19 ტესტის შედეგები დადებითი აღმოჩნდა. ოლგა ლიუბიმოვა სახლში იმყოფება. დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრის საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. სამუშაო შეხვედრებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით ატარებს, ხოლო მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში ონლაინრეჟიმში მონაწილეობს“, - აცხადებს კულტურის მინისტრის პრესმდივანი.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 10 559 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულების ჯამური რაოდენობა 165 ათასს გადასცდა. გარდაცვლილია - 1 537 ადამიანი.

 


close დახურვა