logo
ENG



რუსეთის მაღაროში 15 ადამიანი დაიღუპა

19 ოქტ 201916:27
3 წუთის საკითხავი
 
jn80q0w490jx7gs.png

სოფელ შეტინკინოსთან ახლოს მდებარე მაღაროს ტერიტორიაზე დამბა გაირღვა, წყლის ნაკადმა კი მუშებისთვის განკუთვნილი კაბინები წაიღო. გავრცელებული ცნობით, იმ დროს საერთო საცხოვრებლის ტიპის კაბინებში 74 მუშა იმყოფებოდა. 13 მათგანის ბედი უცნობია, 16 კი დაშავდა.

დამბა კუსტარულად იყო აგებული და გადაუღებელი წვიმების გამო ეროზია გაუჩნდა.  წყალის ნაკადმა ნაგებობა გაარღვია და მთლიანად დატბორა ის ადგილი, სადაც მუშები ცხოვრობდნენ.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო  ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც 6 ვერტმფრენია ჩართული. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო.  


close დახურვა