პოლონეთის სპეცსამსახურის პრესსპიკერის თქმით, რუსეთის მოქალაქე პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
კაცი18 წელია რაც პოლონეთში ცხოვრობს, მას თავისი ბიზნესი ჰქონდა.
ის 6 აპრილს დააკავეს და სამთვიან პატიმრობაში დარჩება.
პრესსპიკერის განცხადებაში ნათქვამია:
"სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კაცი რუსი სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციას აგროვებდა პოლონეთის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს ჯარების სამხედრო მზადყოფნის შესახებ".