რუსეთის მშენებლობის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მშენებლობის მინისტრს, ვლადიმერ იაკუშევსა და მის მოადგილეს, დიმიტრი ვოლკოვს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ასევე ცნობილია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს.
ოფიციალური მონაცემებით რუსეთში კორონავირუსის 114 431 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გარდაცვლილია 1 169, გამოჯანმრთელებულია - 13 220.