რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა. მისმა თანამოაზრეებმა, დღეს შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან ერთად, პოლიტიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ გვირგვინები მიიტანეს მოსკოვის ხიდზე, სადაც პოლიტიკოსი ჩაცხრილეს.
ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს. პოლიტიკოსს მომზადებული ჰქონდა დოკუმენტური მასალა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ და მის გამოქვეყნებას აპირებდა. ოპოზიციონერის მკვლელობის ბრალდებით 5 პირი გაასამართლეს, თუმცა დანაშაულის დამკვეთი ამ დრომდე დაკავებული არ არის.