logo
ENG



რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ჩავა

17 ივნ 202416:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/17/se7ia1v2h9at81o.jpg

კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხვალ, 18 ივნისს ჩრდილოეთ კორეაში ორდღიანი ვიზიტით ჩავა.

ეს ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეაში პუტინის პირველი ვიზიტი იქნება.

ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ელჩის განცხადებით, ვიზიტისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.

ბოლო თვეების განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ კორეამ და სხვა ქვეყნებმა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების გაწევაში დაადანაშაულეს. ბრალდებები მოსკოვმაც და ფხენიანმაც უარყვეს, ხოლო ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსანმა ამას აბსურდული პარადოქსი უწოდა.

"ჩვენი ხალხი სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს რუსული არმიისა და მოსახლების წარმატებულ მუშაობას", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეული გაზეთის, Rodong Sinmun-ის ცნობით.

როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის შემდეგ პუტინი ვიეტნამს ეწვევა. ის ქვეყანაში ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის, ნგუენ ფუ ჩონგის მიწვევით ჩავა.

 


close დახურვა