logo
ENG



რუსეთის საგარეო: აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს აუცილებლად გაეცემა ძლიერი პასუხი

23 თებ 202220:56
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთის საგარეო: აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს აუცილებლად გაეცემა ძლიერი პასუხი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს პასუხი აუცილებლად გაეცემა. 

უწყების განცხადებით, სანქციების პაკეტი, რომელიც უკვე რიგით 101-ეა, უშედეგოა, შეაფერხოს რუსული ეკონომიკა. ამასთან, მოსკოვის შეფასებით, ეს კონტრპროდუქტიულია თავად ამერიკული ინტერესებისთვისაც. 

"ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული სანქციების პაკეტი (უკვე 101-ე), რომლითაც ფართოვდება იმ პირთა სია, რომელთა მიმართაც პერსონალური შეზღუდვებია დაწესებული, არის ვაშინგტონის მუდმივი მცდელობების ნაწილი, შეცვალოს რუსეთის კურსი. 

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის განვითარების შეფერხების მიზნით გაწეული ძალისხმევის აშკარა უშედეგო იყო, შეერთებული შტატები კვლავ რეფლექსურად იყენებს შემაკავებელ ინსტრუმენტებს, რომლებიც არაეფექტური და კონტრპროდუქტიულია ამერიკული ინტერესებისთვის.

რუსეთმა დაამტკიცა, რომ სანქციების პარალელურად, შეუძლია ზიანის მინიმუმამდე შემცირება. მეტიც, სანქციების ზეწოლას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ინტერესები.

ვაცხადებთ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის არსენალში, რომელიც არის უნიპოლარული სამყაროს სტერეოტიპების ტყვე და აქვს წარმოდგენა, რომ ჯერ კიდევ აქვს უფლება, დააწესოს მსოფლიო წესრიგის საკუთარი წესები, მხოლოდ შანტაჟი, დაშინება და მუქარა დარჩა. მსოფლიო ხელისუფლებებზე, პირველ რიგში, რუსეთსა და სხვა ძირითად საერთაშორისო მოთამაშეებზე ეს არ მუშაობს.

აშშ-ის მოწოდებებს, დაე, მათი სატელიტები გაყვნენ, რომლებმაც სრულად დაკარგეს დამოუკიდებლობა. ჩვენ ღია ვართ დიპლომატიის მიმართ, რომელიც ეფუძნება ორმხრივ პატივისცემას, თანასწორობას და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას. 

ეჭვგარეშეა, რომ სანქციებს ძლიერი პასუხი გაეცემა. არა აუცილებლად სიმეტრიული, მაგრამ მგრძნობიარე ამერიკული მხარისთვის". - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

  • წაიკითხეთ, რა სანქციები დაუწესდა რუსეთს მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ჯარები შეიყვანა. 

close დახურვა