logo
ENG



რუსეთის საგარეო: ყოველთვის ვაფასებდით მეგობრულ კავშირებს ახლობელ ქართველ ხალხთან

08 აგვ 202021:54
3 წუთის საკითხავი
 
nqa0lsfong614ft.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მიმოხილულია 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და ნათქვამია, რომ ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილება საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებებით იყო განპირობებული. 

განცხადებაში ასევე, საუბარია, რომ ჟენევის ფორმატის არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ეს პლატფორმა აძლევდა ჩართულ მხარეებს საუბრის საშუალებას. 

"2008 წლის ტრაგიკული მოვლენების მთავარი გაკვეთილი - არის შეხსენება იმისა, რომ საერთაშორისო კონფლიქტებისა და დავების ძალადობრივი გადაწყვეტილების მცდელობები უაზრო და კონტრპროდუქტულია. განსაკუთრებით მაშინ როდესაც საუბარი ეროვნულ საკითხს ეხება. ნებისმიერ ძალადობას აქ მოჰყვება მტკივნეული შედეგები. 

რუსეთი ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდა მეგობრულ კავშირებს, ახლობელ ქართველ ხალხთან, რომელთანაც ერთად ჩვენ ერთიან სახელმწიფოში, არაერთი ასწლეულის განმავლობაში ვიცხოვრეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული უთანხმოებების გადაჭრა, ორმხრივი კავშირების აღდგენა და განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია", - აღნიშნულია განცხადებაში. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.

 


close დახურვა