logo
ENG



რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

04 აგვ 202220:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/04/ugj11aa5tauss1a.jpg

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს ბრიტნი გრაინერს საზღვარზე მარიხუანის შემოტანისთვის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გრაინერს ასევე 1 მილიონი (17 000 დოლარი) რუბლის გადახდა დააკისრა.

კალათბურთელი სასჯელს რუსეთის საერთო რეჟიმის ციხეში მოიხდის. სპორტსმენმა განაჩენის გამოტანამდე აღნიშნა, რომ რუსეთში გამოფრენამდე ბარგი სიჩქარეში ჩაალაგა და მარიხუანის შემოტანა ქვეყანაში განზრახული არ ჰქონდა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სასამართლოს გადაწყვეტილებას "მიუღებელი" უწოდა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სპორტსმენის ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის რომ გრენერმა ბრალი აღიარა და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ასევე სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

გრაინერი რუსეთის აეროპორტში მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. კალათბურთელის ბარგში ელექტრონული სიგარეტის მარიხუანის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს.

გრაინერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და WNBA ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავია.


close დახურვა