რუსეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. სახელმწიფო დუმამ შესწორებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო, ახლა ის ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს.
მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი მოაწერს, რეფერენდუმი გაიმართება. კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა განულდება და ვლადიმერ პუტინი არჩევნებში მონაწილეობას 2024 წელსაც შეძლებს.